ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა ქაბულში მომხდარი თავდასხმისას


“თალიბანის” მეამბოხეებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შეიარაღებული თავდასხმა მოაწყვეს. მთავრობის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 30 და დაშავებულია 300-ზე მეტი ადამიანი.

თავდასხმის სამიზნე ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა იყო, სადაც ავღანეთის უსაფრთხოების სპეციალური დანაყოფია განთავსებული. დანაყოფს ავღანეთის მთავრობის დაცვა ევალება. თავდასხმა დილის 9 საათზე თვითმკვლელი აფეთქებით დაიწყო, რომელმაც შენობის შესასვლელთან მანქანაში აიფეთქა თავი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სედიქ სიდიქმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მანქანაში ასობით კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.

თავდასხმა დაგმო ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, რომელმაც განაცხადა, რომ ეს თავდახმა "ნათლად აჩვენებს, რომ თალიბანი პირისპირ ბრძოლებში მარცხდება."

მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო “თალიბანმა”

XS
SM
MD
LG