ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ბერკეტებს ფლობს ევროპარლამენტში ჯულიეტო კიეზა?


ცხინვალი
ცხინვალი

ევროპარლამენტის ყოფილი წევრი (2004–2009 წლებში) იტალიიდან ჯულიეტო კიეზა დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ლობისტია. იგი პერიოდულად, რუსეთის გავლით ჩადის ცხინვალში და დე–ფაქტო ხელისუფლებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მხარდაჭერას ჰპირდება. იტალიელი ჟურნალისტი შეფასებებსა და დაპირებებს არ იშურვებს იმისთვის, რომ საკუთარი პერსონა მნიშვნელოვანი აქტორის საბურველში წარმოადგინოს. საქმე იქამდე მივიდა, რომ დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის პრეზიდიუმის დადგენილების მიხედვით, კიეზა ევროპარლამენტში „ოსეთის რესპუბლიკის“ ინტერესების დამცველად იქნა მიჩნეული. დე–ფაქტო პარლამენტის სპიკერმა პიოტრ გასიევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იტალიურ დელეგაციას შეხვდა და ამ საკითხზე შეთანხმდნენ.

საპასუხო განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ კიეზას განცხადებაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით უცვლელია, ის ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდამჭერია. კიეზას მხრიდან კი მსგავს ქმედებებსა და განცხადებებს ევროკავშირის ელჩი მომავალშიც არ გამორიცხავს, რადგან მათ წარსულშიც არაერთგზის ჰქონდა ადგილი.

თავად კიეზა დე–ფაქტო პრეზიდენტს ბრუსელში სპიკერობას სთავაზობს და იტალიელი პოლიტიკოსების ჯგუფის მობილიზებას ჰპირდება მათი ინტერესების ლობირების მიზნით.

ამერიკის ხმასთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძემ განაცხადა:

უნდა აღინიშნოს, რომ ჯულიეტო კიეზა, იტალიელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ცხინვალში არაერთგზის ყოფილა. როგორც თავად ამბობს, პირველი შეხება მასთან გასული საუკუნის 90–იან წლებში ჰქონდა, როდესაც დაძაბულობა იქ საკუთარი თვალით იხილა, შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას შეხვდა, რომელმაც დაუდასტურა ოსების მიმართ ანტაგონისტური დამოკიდებულება. მიუხედავად საკუთარი კეთილგანწყობისა, ცხინვალში მას ყოველთვის ხელგაშლით არ ხვდებიან, მაგალითად 2017 წლის დასაწყისში, როდესაც ის იტალიურ–სამხრეთ–ოსური მეგობრობის საზოგადოების პრეზიდენტ მაურო მურჯასთან ერთად რუსეთის მხრიდან მიადგა სამხრეთ ოსურ საგუშაგოს, ქვეყანაში არ შეუშვეს და საბაჟოზე რამდენიმე საათს დააყოვნეს. არაოფიციალური ვერსიით, ეს ყოფილ და ამჟამინდელ დე–ფაქტო პრეზიდენტებს შორის შეუთანხმებლობის მიზეზით მოხდა.

„ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნინო კალანდარიშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს:

ზოგადად, კიეზას ბიოგრაფია მშფოთვარე და მრავალფეროვანი ინციდენტებითაა გაჯერებული. ის საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში ჟურნალისტად მუშაობდა და რუსეთის მიმართ შეერთებული შტატების პოზიციას ღიად აკრიტიკებდა. 2014 წელს კი ის ესტონეთის პოლიციამ დააკავა და მისი ქვეყნიდან გააძევება განიზრახა. ჯულიეტო კიეზა ევროპარლამენტში 2004–2009 წლებში საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებზე მომუშავე კომისიის ვიცე–პრეზიცენტის პოსტს იკავებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG