ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანაფორტს ნიუ-იორკის სასამართლომ ერთ-ერთი ბრალი მოუხსნა


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილითავმჯდომარეს, პოლ მანაფორტს ნიუ-იორკის მოსამართლემ დღეს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული თაღლითობის თაობაზე ბრალი მოუხსნა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ეს ბრალი პრაქტიკულად მსგავსი იყო იმ ბრალისა, რისთვისაც მას უკვე აქვს ფედერალურ ციხეში პატიმრობა მისჯილი.

70 წლის პოლ მანაფორტი მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რადგან მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მისი ადვოკატების განმარტებით, ნიუ-იორკის შტატის მიერ წაყენებული ბრალის ნაწილი ასევე უნდა იქნას მოხსნილი, რადგან მანაფორტი მსგავსი მუხლებით, თუმცა ფედერალური კანონმდებლობით, უკვე იხდის სასჯელს.

მას ბრალი შეთქმულების ორ დანაშაულში დაუმტკიცდა, რომელიც უკრაინაში პრორუსი პოლიტიკოსის ლობიზმის დამალვის ფაქტს ეხება. მანაფორტმა ბრალი აღიარა და მას 3.5 წელი მიუსაჯეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG