ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ-კონგის აეროპორტში აქციების ჩატარება აიკრძალა


ჰონგ-კონგის აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მოსამართლემ გამოიტანა დროებითი გადაწყვეტილება ანტი-სახელმწიფო დემონსტრაციების ლიმიტირების შესახებ. საპროტესტო აქციებმა, რომლებიც აეროპორტშიც მიმდინარეობდა, 2 დღის განმავლობაში ჩაკეტა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტი.

ბრძანება შეეხება აეროპორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც მანამდე საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული. დემონსტრაციების გამო აეროპორტისა და მთავრობის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ თანამშრომლების უმრავლესობა სახლში გაეშვათ, ხოლო ფრენები ჩინეთთან შეეჩერებინათ.

ოთხშაბათს, ჰონგ-კონგის აეროპორტში, ფრებენი თითქმის მთლიანად აღდგა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოიტანა, რაც დემონსტრაციების მონაწილეებმა ბარგის გადასატანი ურიკები ბარიკადების მოსაწყობად გამიყენეს. პოლიციამ კი საპასუხოდ წიწაკის აეროზოლი და ხელკეტები გამოიყენა მომიტინგეების წინააღმდეგ.

პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა უკანონო შეკრების, პოლიციაზე თავდასხმისა და მშვიდობის დარღვევის ბრალდებით. შეტაკებების შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG