ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსამართლემ CNN-ის ჟურნალისტის თაობაზე გადაწყვეტილება გადადო


ჯიმ აკოსტა
ჯიმ აკოსტა

ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ ერთი დღით გადადო გადაწყვეტილების მიღება CNN-ის ჟურნალისტ ჯიმ აკოსტასთვის თეთრი სახლის კორესპონდენტის საშვის აღდგენასთან დაკავშირებით. მოსამართლე ტიმოთი კელი ამ საკითხზე პარასკევს დილას იმსჯელებს.

CNN-ის იურისტები აცხადებენ, რომ თეთრ სახლს, ჟურნალისტ აკოსტასთან მოპყრობის სხვა მეთოდებიც გააჩნია, მათ შორის მისთვის კითხვის დასმის საშუალების არმიცემა ბრიფინგების დროს.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, ტელეკომპანია წარმატებას მიაღწევს ამ დავაში, მაგრამ ისინი მიანიშნებენ იმაზე, რომ აღნიშნული სარჩელი უნიკალურია იმ მხრივ, რომ ის მოქმედი პრეზიდენტის და თეთრი სახლის წინააღმდეგ აღიძრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG