ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2012 წელს 67 ჟურნალისტი მოკლეს


სირიის მოვლენებმა 28 ჟურნალისტის სიცოცხლე შეიწირა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, დეკემბრის მონაცემებით, წელს სამუშაოს შესრულების პროცესში 67 ჟურნალისტი დაიღუპა, რაც 20 პროცენტით აღემატება 2011 წლის მონაცემებს. კომიტეტის განცხადებით, ჟურნალისტთა მკვლელობის კიდევ 30 შემთხვევა გამოძიების პროცესში იმყოფება. კომიტეტი აცხადებს, რომ სირიის მოვლენებმა 28 ჟურნალისტის სიცოცხლე შეიწირა. მათი ნაწილი გამიზნულის სროლით გარდაიცვალა როგორც სამთავრობო, ასევე ამბოხებულთა ძალების მხრიდან. ჯგუფის ინფორმაციით, 12 ჟურნალსტი სომალიში მოკლეს, შვიდი პაკისტანში, ხოლო ოთხი ჟურნალისტი ბრაზილიაში დაიღუპა.
XS
SM
MD
LG