ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იორდანია რეფორმების აუცილებლობის წინაშე


იორდანია რეფორმების აუცილებლობის წინაშე
იორდანია რეფორმების აუცილებლობის წინაშე

იორდანიაში ოპოზიციის მოთხოვნებს სასწრაფო პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით ბედუინთა ტომებიც შეუერთდნენ. ბედუინები მეფე აბდულას აფრთხილებენ, რომ ქვეყანა სახალხო მღელვარების საფრთხის წინაშე დგას და მთავრობამ სასწრაფოდ უნდა განახორციელოს რეფორმები. იორდანიის მეფისთვის მიწერილ წერილში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა ბედუინთა ტომების 36 წარმომადგენელი საარჩევნო კოდექსის ცვლილებას, ახალი მთავრობის შექმნას და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. ბედუინები ასევე აკრიტიკებენ იორდანიის დედოფალ რანიას, რომელიც პალესტინურ წარმოშობისაა. მას ბრალს დებენ ქვეყნის მართვის საქმებში ჩარევასა და 40 წლის იუბილეს სახელმწიფო თანხებიდან გადახდაში.

XS
SM
MD
LG