ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ სალივანი მოსკოვში გამგზავრებამდე რუს კოლეგას შეხვდა


ჯონ სალივანი, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთში ამერიკის ელჩად დაინიშნა, ვაშინგტონში მის რუს კოლეგა ანატოლი ანტონოვს შეხვდა.

“მხარეებმა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის მიმდინარე სტატუსზე და ურიერთობის განვითარების პერსპექტივებზე გაცვალეს მოსაზარებები,” ნათქვამია რუსეთის საელჩოს მიერ 30 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

სალივანი აშშ-ის წინა ორ ადმინისტრაციაში მსახურობდა. ბოლოს, ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ახლო მოკავშირე და მოადგილე იყო. ის სენატმა ელჩად 12 დეკემბერს დაამტკიცა, ელჩის ფიცი კი მან 23 დეკემბერს დადო.

სალივანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, რომელიც რუსეთის მიმართ ამერიკის პოლიტიკას იმუშავებს. ის მოკლე პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო მდივნის როლსაც ასრულებდა მას შემდეგ, რაც რექს ტილერსონი ამ თანამდებობიდან წავიდა.

სალივანი ჯონ ჰანცმენს შეცვლის რუსეთში ამერიკის ელჩის პოზიციაზე. ჰანცმენმა პოსტი აგვისტოში დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG