ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი: ისრაელი მოკავშირეა, თუმცა ახალი სამოსახლოები სამშვიდობო პროცესს ხელს უშლის


ოთხშაბათს, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კიდევ ერთხელ შეეცადა მოეპოვებინა მხარდაჭერა ზოგადად მოხაზული ისრაელისა და პალესტინის მშვიდობიანი თანაცხოვრების გეგმისადმი, რომელიც მისი თქმით, სერიოზულ საფრთხეშია.

მოხსენებაში, რომელიც კერიმ სახელმწიფო დეპარტამენტში გააკეთა, დაიცვა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია თავი შეეკავებინა უშიშროებიის საბჭოში დამტკიცებულ რეზოლუციაზე. მან ისრაელის კრიტიკა უარყო და თქვა, რომ ისრაელი ყოველთვის იქნება ამერიკის მჭიდრო მოკავშირე, თუმცა ახალი სამოსახლოების მშენებლობა, მისი თქით, სამომავლო მშვიდობისთვის ყველაზე მთავარი წინაღობაა.

XS
SM
MD
LG