ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი ეკონომიკურ ხელშეკრულებებზე ისაუბრებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს ლოს-ანჯელესში სიტყვით გამოსვლისას ობამას ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ ორ სავაჭრო ხელშეკრულებაზე ისაუბრებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ კერი ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის შესაძლებლობებზე და ტრანს-ატლანტიკური საინვესტიციო პარტნიორობის შეთანხმებაზე ისაუბრებს, რომელზეც შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი ამჟამად მოლაპარაკებებს მართავენ.

“ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა, ის სტანდრტების ამაღლებას მოიცავს,” განაცხადა კერიმ აგვისტოში, სინგაპურში ვიზიტისას.

კალიფორნიაში გამოსვლისას კერი ასევე შეაჯამებს ერთკვირიან ტურნეს, რომლის ფარგლებშიც ის ბაჰრეინს, ერაყს, ავღანეთს და იაპონიას ეწვია.

XS
SM
MD
LG