ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ვენაში სირიის საკითხს იხილავას


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ვენაში თავის რუს, საუდი და თურქ კოლეგებთან მოლაპარაკებებზე იმყოფება.

ბერლინში შეჩერებისას კერიმ თქვა, რომ ოთხი მხარის შეხვედრა, მოლაპარაკების მაგიდასთან უფრო მეტი ქვეყნის დასხდომის საწინდარი უნდა გახდეს. მან თქვა, ყველა მხარე თანახმაა იმაზე, რომ სირიაში ძალადობის დასრულების გზა უნდა მოიძებნოს, მაგრამ სახელმწიფო მდივნის აზრით, ვითარების მოგვარებას მხოლოდ ერთი დაბრკოლება, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ეღობება.

სახელმწიფო მდივნის პოზიციას დასავლეთ ევროპელი ლიდერებიც იზიარებენ, გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელის ჩათვლით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვენაში რა წინადადებით ჩავა, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის საქმეებში დასავლეთის გაჭიანურებულმა ჩარევამ, რეგიონში ძალთა ბალანსი დაარღვია და ის დენთის კასრად გადააქცია.

XS
SM
MD
LG