ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იოჰანეს ჰანი პრემიერ-მინისტრ გახარიას შეხვდა


ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში კომისარი იოჰანეს ჰანი დღეს თბილისს სტუმრობს. ის უკვე შეხვდა პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას და განიხილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების სამომავლო გაღრმავების საკითხები.

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის საკითხები, ისევე, როგორც უვიზო მიმოსვლის პროცესის უპირატესობები.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერის განცხადებით, ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაგრძელებაზე და ოკუპაციაზე.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ოკუპაციაზე, ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს იმ წარმომადგენლობისთვის, იმ ფუნქციისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ საოკუპაციო ხაზზე. თუმცა, ასევე აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა მანდატი გავრცელდეს მთელ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების საბაზისო ადამიანის უფლებების დაცვას და მათ უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ვისაუბრეთ, ასევე, ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაგრძელებაზე და შევთანხმდით, რომ დემოკრატიის საბაზისო ძირითადი ფუნქციები და მათი ფასეულობები ჩვენს ქვეყანაში დაცული იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება,“ განაცხადა გახარიამ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG