ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მთავრობა გმობს იერუსალიმის მერის გადაწყვეტილებას


ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით,იერუსალიმის მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული გეგმა -აღმოსავლეთ იერუსალიმში 20 პალესტინელის საცხოვრებელი სახლის დანგრევის შესახებ, არასწორი გადაწყვეტილებაა.

დღეს ეჰუდ ბარაკმაც ამ საკითხთან დაკავშირებით,მსგავსი შეფასება გააკეთა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ფაქტს,რომ , იერუსამლიმის არაბებით დასახლებულ ნაწილში ტურისტული ცენტრისა და პარკის მშენებლობა არასწორი დაგეგმარების შედეგია.

ამჟამად ისრაელის თავდაცვის მინისტრი შეერთებულ შტატებში იმყოფება და ობამას ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ფიჯეი ქროულის განცხადებით, მშენებლობა ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესების განვითარებას შეუშლის ხელს.

„ამ აქტით ორივე მხარეს შორის ნდობა დაითრგუნება. არ არის გამორიცხული ემოციების ესკალაცია მოხდეს და მხარეები ძალადობის საშიშროების წინაშე დადგნენ“

შეგახსნებეთ, რომ იერუსალიმის მუნიციპალიტეტმა დააკმაყოფილა ქალაქის მერის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით,რომ აღმოსავლეთ იერუსალიმის არაბებით დასახლებულ უბანში პალესტინელების საცხოვრებელი სახლები იმ მიზნით დაანგრიონ, რომ ტერიროტიაზე ტურისტული ცენტრი და პარკი გაშენდეს.

XS
SM
MD
LG