იაპონელი ფრილანსერი ჟურნალისტი, რომელიც სამი წლის განმავლობაში სირიაში, ტყვეობაში იმყოფებოდა, ტოკიოში დაბრუნდა.
მის დაბრუნებას ხალხი აეროპორტის ტერმინალის ფანჯრებთან ელოდა. იასუნდა თვითმფრინავიდან გადმოვიდა და ჩაჯდა ავტომობილში, რომელიც ტრაპთან ელოდა.
44 წლის ჟურნალისტი თურქეთის ქალაქ ანტაკიაში, საიმიგრაციო პუნქტში სამშაბათს შევიდა. იაპონელმა დიპლომატებმა მისი იდენტობა დაადასტურეს და ის იაპონიაში დააბრუნეს. ანტაკიიდან სტამბოლში მიმავალმა იასუდამ, რომელიც ამბობს, რომ სამი წლის მანზილზე არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იაპონურად, იაპონელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი 40-თვიანი პატიმრობა ნამდვილი „ჯოჯოხეთი“ იყო, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად და მას უკვე აღარ სჯეროდა, რომ ოდესმე გაათავისუფლებდნენ. იასუდამ თქვა, რომ ბედნიერია სახლში დაბრუნებით, თუმცა არ იცის მომავალში რა უნდა აკეთოს ან როგორ გაგრძელდება მისი ცხოვრება.
ჟურნალისტის გათავისუფლების კონკრეტული გარემოებები უცნობია. მთავრობის წარმომადგენლები უარყოფენ, რომ მის დასახსნელად გამოსასყიდი გადაიხადეს და ამბობენ, რომ ამ საკითხის მოგვარებაში მათ ყატარისა და თურქეთის ხელისუფლება დაეხმარა.
იასუდა წლებია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებს აშუქებს. ის ტყვედ პირველად 2004 წელს ბაღდადში მუშაობისასაც ჩავარდა, თუმცა მაშინ მალევე გაათავისუფლეს.
Facebook Forum