ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია ჩინეთის ქმედებას აპროტესტებს


ჩინეთის მთავრობა სისტემატურად გზავნის საპატრულო გემებს სადავო წყლებში

იაპონია აცხადებს, რომ ჩინეთის სამხედრო გემმა გასულ კვირას იაპონიის საზღვაო ძალების გემი რადარით მიზანში ამოიღო. ინციდენტი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე კუნძულებთან მოხდა, რომლებზეც ტერიტორიულ პრეტენზიას ორივე ქვეყანა აცხადებს.

იაპონიის თავდაცვის მინისტრი იცუნორი ონოდერა ამბობს, რომ ჩინეთის მოქმედება ძალიან „უჩვეულო“ იყო. მისი თქმით, გემზე რადარის დამიზნება რაკეტის ნავიგაციისთვის ხდება.

ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი სამხედრო დაპირისპირება არ ყოფილა. თუმცა ჩინეთის მთავრობა სისტემატურად აგზავნის საპატრულო გემებს სადავო წყლებში. იაპონია კი აცხადებს, რომ ამით პეკინი დე ფაქტო კონტროლის დაწესებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG