ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია რუსეთის სამხედრო მოქმედებებს აკვირდება


იაპონია რუსეთის სამხედრო მოქმედებებს აკვირდება
იაპონია რუსეთის სამხედრო მოქმედებებს აკვირდება

იაპონია აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებებს იმ კუნძულებზე, რომლებიც მოსკოვსა და ტოკიოს შორის ჯერ კიდევ დავის საკითხია. არაოფიციალური ცნობებით, რუსეთი რამდენიმე კუნძულზე ქობინების განთავსებას აპირებს.

იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტოკიო ცდილობს თავიდან აიცილოს რეგიონში გამალებული შეიარაღების შესაძლებლობა, თუმცა ამასთან ერთად, აქტიურად აკვირდება რუსეთის სამხედრო მოქმედებებს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, მოსკოვი კურილის კუნძულებზე, რომლებსაც იაპონიაც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, გემთსაწინააღმდეგო ქობინებისა და Mi28N-ის ტიპის, ეგრეთ წოდებული „ღამის მონადირის“ მოიერიშე ვერტმფრენების განლაგებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG