ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში სამაშველო სამუშაოები ფერხდება


იაპონიაში სამაშველო სამუშაოები ფერხდება

იაპონიაში სამაშველო სამუშაოების შესრულებას საწვავის ნაკლებობა, ელექტროენერგიის არ ქონა და ცივი ამინდი უშლის ხელს.

სულ უფრო მცირე ალბათობა არსებობს, რომ მაშველები მიწისძვრისგან გამოწეული დამანგრეველი ცუნამით დაზარალებული ადამიანების გადარჩენას შეძლებენ.

იაპონიის ხელისუფლების განცხადებით ჯერ-ჯერობით მხოლოდ 5300 ადამიანის სიკვდილია დადასტურებული, 9300 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, 20 000-მდე კაცი კი ვერ ახერხებს სტიქიური უბედურების ზონიდან გამოსვლას და მაშველების მოლოდინშია.

ნახევარი მილიონი იაპონელი ამჟამად ლტოლვილთა თავშესაფრებში ცხოვრობს. ამერიკელმა სამხედროებმა ბრძანება მიიღეს 80 კილომეტრის დისტანციაზე დარჩნენ ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან.

XS
SM
MD
LG