ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცუნამის ახალი საფრთხე იაპონიაში


ცუნამის ახალი საფრთხე იაპონიაში
ცუნამის ახალი საფრთხე იაპონიაში

იაპონიის ხელისუფლებამ მოსახლეობას ცუნამის საშიშროების შესახებ აცნობა, მას შემდეგ რაც დღეს დილით ქვეყანაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან შემკეთებელი ინჟინრების და მაშველების ევაკუაცია დაიწყო. თავდაპირველად ამერიკის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის მონაცემებით იაპონიაში მიწისძვრის სიმძლავრემ 7,1 მეათედი ბალი შეადგინა, თუმცა შემდეგ ბიძგების სიძლიერე 6,6 მეათედი ბალით განისაზღვრა. იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, ფუკუშიმას სადგური დროებით დატოვეს იქ მომუშავე ინჟინრებმა. ამ დროისთვის ფუკუშიმას სადგურზე რადიაცული დონის მომატება არ ფიქსირდება.


XS
SM
MD
LG