ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმას მეორე რაქტორში მაღალრადიაციული წყალი აღმოაჩინეს


ფუკუშიმას მეორე რაქტორში მაღალრადიაციული წყალი აღმოაჩინეს
ფუკუშიმას მეორე რაქტორში მაღალრადიაციული წყალი აღმოაჩინეს

იაპონიაში ფუკუშიმას ატიმურ ელექტროსადგურზე ავარიის შემდეგ რეაქტორის შენობაში პირველად აღმოაჩინეს რადიაციით დაბინძურებული წყალი. როგორც იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა იოკიო ედანომ განაცხადა, მაღალრადიაციული წყალი მეორე რაქტორშია აღმოჩენილი.

„წყლის დაბინძურება გამდნარი ბირთვული საწვავის გაჟონვამ გამოიწვია, რომელიც შენობაში არსებულ წყლის სისტემას შეერია,“ - განაცხადა ედანომ. მისი თქმით, ამჟამად უმთავრესი საზრუნავი ის არის, რომ არ მოხდეს რადიაციული წყლის შერევა სხვა მიწისქვეშა წყლის სისტემასთან," - აღნიშნა ედანომ

ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე ავარია, როგორც ცნობილია დამანგრეველმა მიწისძვრამ და ცუნამმა გამოიწვია. კატასტროფის შედეგად ოფიციალური მონაცემებით 10 800 ადამიანი დაღუპული, ხოლო 16 200 დაკარგულად ითვლება. 193 ათასი ადამიანი კვლავ საევაკუაციო ცენტრებში რჩება.

XS
SM
MD
LG