ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმაზე ავარიის აღმოფხვრის მცდელობა გრძელდება


ფუკუშიმაზე ავარიის აღმოფხვრის მცდელობა გრძელდება

ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტები აცხადებენ, რომ ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილი ბზარის შეკეთება უშედეგოდ დასრულდა და რადიოაქტიული წყლის გადინების შესაჩერებლად მეცნიერები ახალ საშუალაებებს ეძებენ.

გუშინ ბირთვული უსაფრთხოების პრესმდივანმა ჰიდეჰიკო ნიშიამამ ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ რადიოაქტიული წყალის ჩაღვრა წყნარ ოკეანეში ფუკუშიმას სადგურის საძირკველზე გაჩენილი ოც სანტიმეტრიანი ბზარიდან ხდება.

მინისტრთა კაბინეტის მდივნის იუკიო ედანოს განცხადებით:

„გადაწყვეტილების მიღებას ბზარის დალუქვასა და უსაფრთხოების გარანტიასთან დაკავშირებით სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება. თუმცა მთავრობა ყველა ღონეს მიმართავს იმისთვის,რომ ეს პერიოდი ცოტათი მაინც შემცირდეს“

ამ ფონზე იაპონიიის პრემიერ მინისტრი ნაოტო კანი ცუნამით დაზარალებულ რეგიონს ესტუმრა. მან მოინახულა ელექტროსადგურზე მომუშავე პერსონალი და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ერების ატომური ენერგიის სააგენტომ გააავრცელა ინფრომაცია, რომ მაღალი კონცენტრაციის მქონე რადიოაქტიული ნივთიერებები კატასტროფის ადგილიდან მხოლოდ 30 კილომეტრის სივრცეზეა გავრცელებული, პარასკევს 40 კილომეტრით მოშორებით მდებარე სოფელში რადიაციის საევაკუაციო დონე დაფიქსირდა.

შეერთებული შტატებისა და იაპონიის სამხედრო ძალების წარმოამდგენლებმა სტიქიის შედეგად დაკარგულთა საძიებო სამუშაოები პარასკევს დაასრულეს. საბოლოო ანგარიშით, ცუნამს თერთმეტ ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხევრპლა, თექვსმეტი ათას ხუთასი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

XS
SM
MD
LG