ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვულ რეაქტორებზე ელექტროენერგიის გაშვებას დღეს გეგმავენ


ბირთვულ რეაქტორებზე ელექტროენერგიის გაშვებას დღეს გეგმავენ

იაპონიის მედიის ცნობით, ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანია "ტეპკო" მიწისზვრითა და ცუნამით დაზიანებულ ბირთვულ რეაქტორებზე ელექტროენერგიის გაშვებას დღეს გეგმავს.

"ტეპკოს" განცხადებით, კომპანიის თანამშრომლებმა უკვე შეამოწმეს მოწყობილობა, რომელიც დაზიანებულ რეაქტორზე უნდა დააყენონ, მისი გენერატორის ასამუშავებლად. მოგეხსენებათ, ფუკუშიმას ბირთვული ელექტრო რეაქტორიდან რადიაცია ელექტრო ენერგიის გათიშვის გამო ჟონავს. ელექტრო ენერგიის გარეშე რეაქტორებზე ურანის საცავის გაგრილება ვერ ხერხდება, რაც ელექტრო სადგურის ოთხივე რეაქტორზე აფეთქების საშიშროებას ქმნის.

იაპონიის მთავრობის წარმომადგენელი იუკიო ედანო აცხადებს, რომ რადიაციის მომატებული დონე ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის, ტოკიოშიც არის დაფიქსირებული. მისი თქმით, რადიაციის მომატებული დონე დაფიქსირდა სასმელ წყალში, რძესა და რამდენიმე სახის ბოსტნეულში. თუმცა, ამ ეტაპზე, რადიაციის დონე ადამიანების ჯანმრთლობას საფრთხეს არ უქმნის.

უკანასკნელი მონაცემებით იაპონიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაახლოებით 21 ათასი ადამიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG