ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოკიოს პროკურატურა მსხვილი თაღლითობის ფაქტს იძიებს


ტოკიოს პროკურატურის წარმომადგენლებმა იაპონიის ორი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია შეამოწმეს. რეიდი იმ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ე.წ. "მაგლევის" - მაგნიტური ლევიტაციის რკინიგზის 80 მილიარდიან პროექტში შესაძლო თაღლითობის ფაქტს უკავშირდება.

გამომძიებლები ორშაბათს "შიმიზუსა" და "კაძიმას" ოფისებში მივიდნენ. ამ უკანასკნელის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ კომპანია სრულად ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, გამოძიების ყურადღების ცენტრში სამთავრობო პროექტების ოთხი უმთავრესი კონტრაქტორი კომპანიაა. დღეს შემოწმებულ ორ კომპანიასთან ერთად გამოძიება "ტაისეისა" და "ობაიაშის" საქმიანობით არის დაინტერესებული. "ობაიაშშის" შემოწმება დეკემბრის დასაწყისში ჩატარდა.

"მაგლევის" რკინიგზა იაპონიაში 2027 წელს უნდა ამოქმედდეს და მან სამი ქალაქი ტოკიო, ნაგოია და ოსაკა ერთმანეთს უნდა დააკავშიროს. მატარებლის სიჩქარე, საათში 500 კილომეტრით, ორჯერ უფრო სწრაფი იქნება ვიდრე იაპონიის ახლანდელი უსწრაფესი მატარებლები. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 80 მილიარდი ამერიკული დოლარია.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG