ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში ახალი არჩევნები ჩატარდება


იაპონიის პრემიერ მინისტრი, იოშიჰიკო ნოდა
იაპონიის პრემიერ მინისტრი, იოშიჰიკო ნოდა

იოშიჰიკო ნოდა პარლამენტის ქვედა პალატის დაშლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს

იაპონიის პრემიერ მინისტრი იოშიჰიკო ნოდა პარლამენტის ქვედა პალატის დაშლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს. იაპონიაში ახალი არჩევნები ჩატარდება, რომელიც, სავარაუდოდ, მისი მხარდამჭერი მმართველი ძალის - იაპონიის დემოკრატიული პარტიის დამარცხებას მოიტანს.

პრემიერის ნაბიჯი ქვეყანაში ყველაზე მეტი უფლებამოსილებით აღჭურვილი საკანონმდებლო ორგანოს დაშლის შესახებ ოპოზიციასთან წარმოებული მოლაპარაკებების შემდეგ მოხდა. იოშიჰიკო ნოდა ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას რამდენიმე მნიშვნელოვან რეფორმას დაჰპირდა, მათ შორისაა დეფიციტის შემცირება და საარჩევნო რეფორმები.
XS
SM
MD
LG