ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის პოლიტიკა


ყოფილი პრემიერ მინისტრი შინზო აბე ლიბერალ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტად აირჩიეს

იაპონიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, შინზო აბე, რომელიც ჩინეთთან ურთიერთობისას იაპონიის მკაცრი პოზიციის მომხრეა, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური - ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტად აირჩიეს.

აბეს, რომელმაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, შიგერუ იშიბა დაამარცხა განმეორებით არჩევნებში, შესაძლოა კიდევ მიეცეს იაპონიის უმაღლესი პოსტის მოპოვების საშუალება იმ შემთხვევაშ, თუ მომავალ არჩევნებში ელ-დე-პე გაიმარჯვებს.

კონსერვატორ შინზო აბეს ტერიტორიული დავების გამო ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან მიმართებაში ბოლო პერიოდში მკვეთრი პოზიციის შემუშავება მოუხდა. 57 წლის პოლიტიკოსმა მოულოდნელად იაპონიის პრემიერ მინისტრის პოსტი 2007 წელს ავადმყოფობის გამო დატოვა.
XS
SM
MD
LG