ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს უხუცესი ადამიანი გარდაიცვალა


ჯირეომონ კიმურა 116 წლის ასაკში იაპონიაში გარდაიცვალა

იაპონიაში მსოფლიოს უხუცესი ადამიანი ჯირეომონ კიმურა 116 წლის ასაკში გარდაიცვალა. იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, კიმურა კიოტოს მახლობლად მდებარე ჰოსპიტალში ფილტვების ანთებით მოკვდა.
კიმურა, გინესის რეკოდების წიგნში მას შემდეგ მოხვდა, რაც 115 წლის ამერიკელი ქალბატონი გარდაიცვალა გასული წლის დეკემბერში. უხუცესი იაპონელი 1897 წელს იყო დაბადებული.
კიმურას სიკვდილის შემდეგ მსოფლიოს უხუცესი ადამიანი, ასევე იაპონელი, 115 წლის მისაო ოკავა გახდა.
XS
SM
MD
LG