ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმას რეაქტორი კვლავ დაზიანებულია


კვლევების თანახმად, ოკეანის ფსკერის რადიოაქტიური მასალებით დაბინძურება გრძელდება

ახალი კვლევების თანახმად, იაპონიაში, ფუკუშიმას სანაპიროებთან დაჭერილ თევზის ნაირსახეობაში, ცეზიუმის შემცველობა არ კლებულობს მიუხედავად იმისა, რომ ფუკუშიმას ატომური რეაქტორის ავარიიდან უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა.

კენ ბიუსელერი, მასაჩუსეტის შტატში მდებარე ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის წარმომადგენელი და კვლევის ავტორია. ის აცხადებს, რომ ოკეანის ფსკერზე თევზები, მათ შორის ვირთევზა, პალტუსი და კამბალა იმაზე მეტი რაოდენობით ცეზიუმ-134-ს შეიცავენ, ვიდრე მოხმარებისთვისაა დასაშვები.

ანგარიში იმაზე მიუთითებს, რომ ფუკუშიმას რეაქტორი კვლავ დაზიანებულია და აგრძელებს ოკეანის ფსკერის რადიოაქტიური მასალებით დაბინძურებას.
XS
SM
MD
LG