ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტიბირთვული მარში იაპონიაში


ანტიბირთვული მარში იაპონიაში
ანტიბირთვული მარში იაპონიაში

დღეს იაპონიაში ანტი-ბირთვული მარში მოეწყო. იაპონიის ანტიბირთვული კოალიციის განცხადებით, ისინი ათი მილიონი მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვებას გეგმავენ, რაც შემდეგ მთავრობას ფუკიშიმას ინციდენტის წლისთავზე წარედგინება. მარშის ორგანიზატორები დღეს დემონსტრაციაში 50 ათასამდე ადამიანს ელოდნენ, თუმცა მათი თქმით, მარშის მონაწილეთა რაოდენობამ 60 ათასი შეადგინა. პოლიციის შეფასებით კი დემონსტრაციაში დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილება. დემონსტრაციას ნობელის პრემიის ლაურეატმა კენზაბურო ოემ მიმართა.

მისი თქმით, იაპონიამ იტალიის მაგალითს უნდა მიმართოს, როდესაც სამი თვის წინ ჩატარებულ რეფერენდუმზე იტალიელთა 94-პროცენტმა ბირთვული ენერგიის გამოყენებაზე უარი განაცხადა. ასევე მან განაცხადა, რომ დემონსტრაცია უნდა გახდეს ძლიერი გზავნილი იაპონიის მთავრობისა და ბიზნესის ლიდერებისთვის.

XS
SM
MD
LG