ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის ბირთვული რეაქტორები საფრთხეშია


იაპონიის ბირთვული რეაქტორები საფრთხეშია

იაპონიის მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალების დახმარება აუცილებლად დასჭირდება ბირთვული ელექტრო სადგურებიდან რადიაციის გაჟონვის შესაჩერებლად. ელექტრო სადგურები დაახლოებით 9 ბალიანი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ დააზიანა.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანის იუკიო ედანოს განცხადებით, კაბინეტი განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკული სამხედრო შვეულმფრენებით დაზიანებულ სადგურებზე წყალი დაასხან ბირთვული საწვავის საცავების გასაგრილებლად. თუმცა ამ ეტაპზე მსგავსი ოპერაციის ჩატარება უაღრესად საშიშია.

იაპონიის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ფუკუშიმას მესამე ბირთვულ რეაქტორზე ბირთვული საცავის დამცავი შრე გაიბზარა. წინასწარი მონაცემებით, სწორედ ეს ბზარი გახდა ბირთბული ღრუბლის წარმოშობის მიზეზი. რეაქტორიდან წამოსული თეთრი ღრუბლის მასა დაახლეობით 30 კილომეტრიდან დააფიქსირა სამხედრო ვერტმფრენმა.

იაპონიის მთავრობის განცხადებით, ბირთვული ელექტრო სადგური შესაძლოა გრძელვადიანი რადიოაქტიური დაბინძურების მიზეზი გახდეს. ტოკიოს ელექტრო ენერგიის კომპანიის წარმომადგენლის თქმით, თუ მესამე რეაქტორზე ტემპერატურის შემცირება მალე არ მოხდა, შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია მეოთხე რეაქტორზეც გადავიდეს.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, დღეს დილას რეაქტორზე მორიგი ხანძარი დაფიქსირდა, რომელიც დაახლოებით 30 წუთი გაგრძელდა. სავარაუდოდ, რაქტორის გასაგრილებელი წყლის გიგანტური მასა დუღს, რაც ბირთვული საწვავის კვერთხებს გაგრილებას ვერ ახერხებს და რეაქტორზე ტემპერატურა მატულობს.

ფუკუშიმას ბირთბულ ელექტრო სადგურზე დაახლოებით 800 ადამიანი მუშაობდა ცეცხლის ჩასაქრობად. მაგრამ რადიაციის დონის მკვეთრი მატების გამო, სადგურიდან მათი ევაკუაცია განხორციელდა.

XS
SM
MD
LG