ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოკიოში ახალი წლის ღამეს თავდასხმა მოხდა


სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა, როდესაც ტოკიოს ხალხმრავალ ქუჩაზე თავდამსხმელი ფურგონით შეიჭრა. ქუჩა წინასაახალწლოდ იყო გადაკეტილი. თავდასხმა ტოკიოს პოპულარულ ჰარაკუჯუს უბანში, მეიძის აკლდამასთან ახლოს მოხდა.

წინასაახალწლოდ იაპონელები აკლდამას ხშირად სტუმრებენ, რადგან ეს ახალ წელს ზოგის რწმენით, იღბლის მომტანია. ტოკიოს ეს ნაწილი სავსეა მოდური მაღაზიებით და პოპულარულ ტურისტულ ცენტრად ითვლება.

პოლიციამ მოგვიანებით 21 წლის კაზუჰირო კუსაკაბე დააკავა, რომელიც ადგილიდან მიიმალა. მას მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

თავდამსხმელის მოტივები ჯერ-ჯერობით უცნობია. ეჭვმიტანილმა თავდაპირველად პოლიციას განუცხადა, რომ ეს ტერაქტი იყო, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ მანქანით ხალხს გამიზნულად დაეჯახა, რათა სიკვდილით დასჯა გაეპროტესტებინა. მან პოლიციას უთხრა, რომ არ აპირებდა ჩადენილისთვის “თავის მართლებას”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG