ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მაქსიმალური გამჭვირვალობა“ ფუკუშიმას რეაქტორზე


„მაქსიმალური გამჭვირვალობა“ ფუკუშიმას რეაქტორზე

იაპონიის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ფუკუშიმას ბირთვულ რეაქტორზე მიმდინარე მოვლნების შესახებ მსოფლიოს „მაქსიმალური გამჭვირვალეობით“ მიაწოდებს ინფორმაციას.

პრემიერ მინისტრი ნაოტო კანი დღეს ტელეფონით ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ჯინტაოს ესაუბრა. კანმა ჩინეთის მიმართ მადლიერება გამოთქვა დამანგრეველი ცუნამის შემდეგ იაპონიისთვის გაწეული დახმარებისთვის.

პრეზიდენტმა ჰუმ ტოკიოს ბირთვულ რეაქტორთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული გაცვლისკენ მოუწოდა.

რამდენიმე დღის წინ ჩინეთისა და სამხრეთ კორეის მაღალჩინოსნებმა იაპონიის მოქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვეს. მოგეხსენებათ, იაპონიამ ფუკუშიმას სადგურიდან რადიაციით დაბინძურებული წყლის ამოტუმბვა დაიწყო და ეს წყალი ოკეანეში მეზობლებთან შეთანხმების გარეშე ჩაღვარა. მოგვიანებით ტოკიომ ამასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა.

XS
SM
MD
LG