ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2015 წელს სირიაში დაკავებული ჟურნალისტი, სავარაუდოდ, თავისუფალია


იაპონიის მთავრობის წარმომადგენლები ელიან დადასტურებას იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტი, რომელიც სირიაში სამი წლის წინ დააპატიმრეს, გათავისუფლებულია.

იაპონელი ჟურნალისტი, იუმპეი იასუდა არაერთხელ გამოჩნდა ალ-ყაედასთან დაკავშირებული დაჯგუფების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში. იაპონიის მთავრობის პრეს-მდივანმა დღეს ტოკიოში ჟურნალისტებს უთხრა, რომ მამაკაცი, რომელსაც იასუდად მიიჩნევენ, თურქეთის ერთ-ერთ საიმიგრაციო პუნქტში იმყოფება და იაპონელი დიპლომატები მას მალე დაკითხავენ იმის დასადასტურებლად, არის თუ არა ის ნამდვილად ჟურნალისტი, რომელიც წლების მანძილზე სირიაში ტყვეობაში იმყოფებოდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ მადლობა გადაუხადა თურქეთსა და ყატარს ჟურნალისტის გათავისუფლების საქმეში გაწეული დახმარებისთვის.

იასუდა წლებია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებს აშუქებს. ის ტყვედ პირველად 2004 წელს ბაღდადში მუშაობისასაც ჩავარდა ტყვედ, თუმცა მაშინ მალევე გაათავისუფლეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG