ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის იმპერატორი ტახტს 2019 წელს დატოვებს


იაპონიის მთავრობა აცხადებს, რომ იმპერატორი აკიჰიტო სამეფო ტახტს 2019 წლის 30 აპრილს დატოვებს. მას უფროსი ვაჟი, პრინცი ნარუჰიტო შეცვლის.

გასულ წელს, იმპერატორმა განაცხადა, რომ ამ პასუხისმგებლობასთან გასამკლავებლად, ასაკთან ერთად ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა.

„როცა ვხედავ, რომ ჩემი ჯანმრთელობა ეტაპობივრად უარესდება, ვღელავ, რომ მალე შესაძლოა ჩემს მოვალეობებს თავი ვერ გავართვა,“ თქვა იმპერატორმა 2016 წელს.

ბოლო 200 წლის განმავლობაში აკიჰიტო პირველი იმპერატორი იქნება, ვინც ტახტიდან გადადგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG