ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორიზმის კვლევის ჯგუფი 2018 წელს ინციდენტების კლებას აფიქსირებს


თავდაცვის კვლევის ჯგუფის შეფასების თანახმად, 2018 წელს მსოფლიოს მასშტაბით ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა 33 პროცენტით შემცირდა. ტერორიზმთან დაკავშირებული სიკვდილიანობა კი ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

"ჯეინის“ ტერორიზმის კვლევის ჯგუფმა ყოველწლიური ინდექსი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ინციდენტების შემცირების მთავარი მიზეზი არის სირიაში ნაკლები ძალადობა, სადაც მთავრობამ „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებული ტერიტორიები დაიბრუნა.

ამასთან ერთად, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, რის გამოც დაჯგუფების ოპერაციების რაოდენობა შემცირდა.

2018 წელს მსოფლიოს ყველაზე მეტი სისხლი ავღანეთში დაიღვარა, სადაც მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე დიდი მსხვერპლი დაფიქსირდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG