ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ მოკლა ჯეკპოტის გამარჯვებული?


ურუჯ ხანი 20 ივლისს ჯეკპოტის მოგებიდან მეორე დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა

ამერიკის მთავრობის განცხადებით, 1 მილიონიანი ლატარიის ჯეკპოტის გამარჯვებული ურუჯ ხანი მოგებული თანხის მიღებამდე მოწამლეს.

პოლიცია აცხადებს, რომ სპეციალისტებმა ხანის ორგანიზმში ციანიდის სასიკვდილო დოზა აღმოაჩინეს. სამედიცინო კვლევა გარდაცვლილს ნათესავების მოთხოვნით მას მერე ჩაუტარდა, რაც სიკვდილის გამომწვევად ბუნებრივი მიზეზი დასახელდა.

ურუჯ ხანი შეერთებულ შტატებში ინდოეთიდან ჩამოსული იმიგრანტი იყო. იგი 20 ივლისს ჯეკპოტის მოგებიდან მეორე დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა.



XS
SM
MD
LG