ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საახალწლო ფეირვერკებს მსხვერპლი მოჰყვა


ტრაგედია სტადიონზე საზეიმო სანახაობის დროს მოხდა

სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკის ოფიციალური პირების განცხადებით, აბიჯანში ახალი წლის დღესასწაულზე 60 ადამიანი დაიღუპა.

ინციდენტი სამშაბათს პლატეუს რაიონში სტადიონზე მოხდა, სადაც მოსახლეობა საახალწლო ფეიერვერკების სანახაობას უყურებდა.

დაღუპულთა შორის უმეტესობა მოზარდია. ტრაგედიის შემდეგ სტადიონზე ახალგაზრდების მშობლები მივიდნენ, რომლებიც დაღუპულთა შორის საკუთარი შვილების ამოცნობას ცდილობდნენ.

პოლიცია ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს იძიებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG