ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპილოს ძვლის სანაპიროს რესპუბლიკის ფაქტობრივი პრეზიდენტი ლორენ გბაგბო დაპატიმრებულია


სპილოს ძვლის სანაპიროს რესპუბლიკის ფაქტობრივი პრეზიდენტი ლორენ გბაგბო დაპატიმრებულია

ამის შესახებ მისმა მრჩეველმა საფრანგეთში ტუსან ალენმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა. მისი თქმით, გბაგბო საკუთარ რეზიდენციაში საფრანგეთის სპეცრაზმმა დააპატიმრა. ეს ინფორმაცია ასევე დაადასტურა საფრანგეთის ელჩმა სპილოს ძვლის სანაპიროს რესპუბლიკაში. მანამდე, დღე დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გბაგბოს რეზიდენციისკენ საფრანგეთის არმიის სამხედრო კოლონა მიემართებოდა. გასულ წელს სპილოს ძვლის სანაპიროს რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციის ლიდერმა ალასან ოუტარამ გაიმარჯვა. თუმცა, მოქმედმა პრეზიდენტმა ლორენ გბაგბომ უარი თქვა ძალაუფლების დათმობაზე, რის შედეგადაც ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.

XS
SM
MD
LG