ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„აფხაზეთის გავლით რკინიგზა აუცილებლად გაიხსნება“


ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში ვრცელი სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. მან სხვა საკითხებთან ერთად აფხაზეთის თემაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, აფხაზეთის გავლით რკინიგზა აუცილებლად გაიხსნება.
"პერსპექტივაში ეს რკინიგზა აუცილებლად გაიხსნება. დღეს და დაჩქარებულად ამ პრობლემის გადაწყვეტა არ იქნება იოლი, რადგან ბევრი კითხვები და ინტერესები არსებობს. ეს უკავშირდება კონფლიქტებს, ეს უკავშირდება ჩვენს დამოკიდებულებას და ურთიერთობებს რუსეთთან, ჩვენს ძმებ აფხაზებთანაც. ეს უნდა მოხდეს აუცილებლად და ეს მოხდება ყველა დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვით, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის უფლებების დაცვით. ეს არ არის მარტივი პროცესი, ამას სჭირდება განვითარება, სჭირდება დალაგება, რადგან ეს ძალიან გადაჯაჭვულია პოლიტიკასთან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. პრემიერმა რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა:
,,ჩვენ უნდა წარვმართოთ დიალოგი რუსეთთან, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი სახელმწიფოა. ახალი, პრაგმატული მიდგომით დავიწყეთ ორმხრივი დიალოგი რუსეთთან. რუსულ ბაზარზე ვაბრუნებთ ქართულ პროდუქციას. რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული", -განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონში კონფლიქტების საშიშროება კიდევ არსებობს და საქართველო განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგას. მისი ტქმით, ახალი მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რუსეთთან მხოლოდ მშვიდობიანი რიტორიკით მოაგვაროს ურთიერთობა და დაარწმუნოს მოსკოვი რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული დამოკიდებულება მისთვის სასარგებლო არ არის.
XS
SM
MD
LG