ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის კამათი უკონტროლო ხდება


საოჯახო სამართლის ადვოკატები, გართულებული განქორწინების შემთხვევებში საკუთარ კლიენტებს ხშირად ურჩევენ, რომ ყოფილ მეუღლეებთან პირისპირ კონტაქტი მინიმუმამდე შეზღუდონ, ყველაზე უკეთესი კი ის იქნება, რომ მახინჯი ფინანსური დეტალების მოგვარება ადვოკატებს გადააბარონ. გასულ კვირაში მოკამათე წყვილმა ამ ბრძნულ რჩევას ყური არ ათხოვა.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტერეზა მეი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, სადილზე შეხვდნენ, რათა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობები განეხილათ. ეს შეხვედრა წარუმატებლად დასრულდა.

მედიის ცნობით, იუნკერმა მეის წასვლისას უთხრა: „დაუნინგ სტრიტის 10 ნომრიდან, ადრინდელთან შედარებით ათჯერ უფრო მეტ სკეპტიკოსად მივდივარ.“ მეორე დილით კი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეატყობინა, რომ მეი „სხვა გალაქტიკაში“ და „პარალელურ რეალობაში“ ცხოვრობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG