ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის არჩევნებში პოპულისტურ მოძრაობას გამარჯვების დიდი შანსი აქვს


წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, იტალიელი კომიკოსის - ბეპე გრილოს მიერ დაარსებული „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ ლიდერობს და მან შეიძლება პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატიც კი მოიპოვოს.

მოძრაობა იტალიის პოლიტიკურ არენაზე ხუთი წლის წინ ბევრისთვის მოულოდნელად გამოჩნდა და პარლამენტშიც დამაჯერებელი რაოდენობის მანდატებით მოხვდა. მაშინ სხვა პარტიები იძულებულნი გახდნენ მათთან „დიდი კოალიცია“ შეექმნათ. ახლანდელი მონაცემებით კი, მოძრაობამ შეიძლება 2013 წლის მაჩვენებელი გააუმჯობესოს.

ამ კოალიციის მიერ შემოთავაზებული რეფორმა, რომელიც გეოგრაფიული კონცენტრაციის მქონე პარტიების მიერ კამპანიის ერთობლივად ჩატარებას უწყობს ხელს, ისევე როგორც პოპულისტური მოძრაობის გამარჯვება ბრიუსელში, საფრთხის შემცველად მიაჩნიათ.

მოძრაობა პოპულარულია იტალიელ ახალგაზრდებშიც, რომლებიც დიდი ხანია უკმაყოფილონი არიან უმუშევრობის მაღალი დონითა და დაბალი ანაზღაურებით. მოძრაობის დაარსებისას, 9 წლის წინ, ყოფილ კომიკოსს სწორედ ბევრი ონლაინ-აქტივისტი შეუერთდა, რომელთაც მისი მთავარი მოწოდება და „პირდაპირი დემოკრატიის“ დამყარების იდეა ხიბლავდათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG