ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომში პრემიერის ოფისზე თავდასხმა მოხდა


დაჭრილია 2 პოლიციელი. ერთ-ერთის მდგომარეობა სერიოზულია, რადგან მას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული

რომში დღეს დილით იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისზე თავდასხმა მოხდა. ორი პოლიციელი დაიჭრა იმ დროს, როცა ქვეყნის ახალი ლიდერი და მისი კაბინეტი საინაუგურაციო ფიცს დებდნენ.

თვითმხილველთა მონათხრობის მიხედვით, თავდამსხმელი ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილი, დაახლოებით 40 წლის მამაკაცი იყო. პოლიციამ ის უკვე დააპატიმრა. დაჭრილი პოლიციელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ერთ-ერთი პოლიციელის მდგომარეობა სერიოზულია, რადგან მას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.
XS
SM
MD
LG