ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის პრემიერ მინისტრი გადადგომას აპირებს


გადადგომა ძალაში შევა მაშინ, როდესაც პარლამენტი დაამტკიცებს მომავალი წლის ბიუჯეტს

იტალიის პრემიერ მინისტრმა მარიო მონტიმ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. პრემიერმა აღნიშნა, რომ როგორც კი პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს, ის თანამდებობიდან წავა.
განცხადება პრემიერ მინისტრის აპარატმა გამოქვეყნა. ბატონი მონტის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ორსაათიანი შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტთან ჯორჯიო ნაპოლიტანოსთან.
პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მის მთავორბას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ყოფილი პრემიერ მინსიტრის, სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე ცენტრისტულმა პარტიამ ზურგი შეაქცია მას.
თავად სილვიო ბერლუსკონიმ კი განაცხადა, რომ ის კვლავ აპირებს კენჭი იყაროს პრემიერ მინისტრის არჩევნებში.
XS
SM
MD
LG