ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"კოსტა კონკორდიას" კაპიტანის სასამართლო


ფრანჩესკო ეტინოს გემის ავარიამდე მიყვანა და შემდეგ მისი მიტოვება ედება ბრალად

იტალიელი მოსამართლის განჩინებით, გემი "კოსტა კონკორდიას" კაპიტანი 32 მგზავრის სიკვდილის გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება.

კაპიტან ფრანჩესკო ჩეტინოს ბრალი მკვლელობისთვის, გემის დაზიანების და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მაგივრად გემის მიტოვების გამო წაეყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩეტინოს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

გემის 2012 წლის 12 იანვარს ტოსკანას სანაპიროებთან ქვებს შეეჯახა. გემზე ამ დროისათვის 4200 ადამიანი იმყოდებოდა. გემის კაპიტანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ შეიქმნა ისეთი გარემოებები, რომელის კონტროლს აღარ დაექმვემდებარა.
XS
SM
MD
LG