ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა სირიის მთავრობის ქმედება დაგმო


ისრაელის ხელისუფლებამ დაარღვია სიჩუმე სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. თელავივმა სირიაში მიმდინარე ძალადობა დაგმო. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სირიაში მკვლელობების უკან „ბოროტების ღერძი“ დგას.

ნეთანიაჰუს განცხადებით, სირიის მთავრობას ირანი და ლიბანური ჰეზბოლა ეხმარებიან სირიელი მოქალაქეების მკვლელობებში. ისრაელი ამ დრიმდე სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით თავს იკავებდა განცხადებებისგან, რადგან სირიას ისრაელთან საკმაოდ მშვიდი საზღვარი აქვს სადავო გოლანის მაღლობების ჩათვლით. ისრაელი შიშობს, რომ ასადის რეჟიმის დამხობის შემთხვევაში ისლამისტი ამბოხებულები გოლანის მაღლობებს შეუტევენ.

XS
SM
MD
LG