ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერუსალიმის ძველი ქალაქის ნაწილში 50 წლამდე მუსლიმ მამაკაცებს არ უშვებენ


ისრაელის პოლიცია 50 წლამდე ასაკის მუსლიმ მამაკაცებს პარასკევის ლოცვის წინ იერუსალიმის წმინდა ადგილებთან მიახლოებას საშუალებას არ აძლევს. ოფიციალური ინფორმაციით, "ძველ ქალაქში", სადაც ისრაელის პოლიციამ ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების კონტროლის ახალი ტექნიკა დაამონტაჟა, საპროტესტო შეკრებაა მოსალოდნელი. ამავე ადგილას ცოტა ხნის წინ არაბმა შეიარაღებულმა პირმა 2 პოლიციელი მოკლა.

ეს ისტორიული ტერიტორია ებრაელთათვის უდიდესი სიწმინდე, მუსლიმთათვის კი მნიშვნელობით მესამე წმინდა ადგილია.

ისრაელის პოლიციის პრესსპიკერი მაიკი როსენფელდი ამბობს, რომ შეზღუდვები ძველ ქალაქში და მის შემოგარენში მოქმედებს. მისივე განცხადებით, შეზღუდვა მხოლოდ 50 წლამდე ასაკის მუსლიმ მამაკაცებს შეეხებათ, ყველა ასაკის ქალი კი ტერიტორიაზე დაშვებული იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG