ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის საზღვართან ინციდენტი მოხდა


ნაღმის აფეთქების დროს ისრაელის სამი ჯარისკაცი დაიჭრა

ისრაელის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სირიის საზღვართან მომხდარი აფეთქების დროს რამდენიმე ჯარისკაცი დაიჭრა.

შეიარაღებულ ძალებს ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები არ გაუმჟღავნებია.

თუმცა ისრაელის სატელევიზიო არხების განცხადებით, ინციდენტი პატრულირების დროს მოხდა, როდესაც სამხედრო ჯიპი გზისპირა ნაღმზე აფეთქდა. მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა მომხდარ ფაქტზე არტილერიის ცეცხლით უპასუხა.

აფეთქების დროს ისრაელის სამი ჯარისკაცი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG