ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ისრაელის სარაკეტო თავდასხმას გმობს


გაეროს განცხადებით, არსებობს რისკი, რომ ძალადობის ესკალაცია განახლდეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

გაეროს მაღალი რანგის ოფიცერმა სამშაბათს ისრაელში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა დაგმო და ისრაელს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა. თუმცა ისრაელი ამტკიცებს რომ თავდასხმა ღაზის სექტორიდან იყო, რომ ერთი რაკეტა ქალაქ აშკელონში დაეშვა, თუმცა არავინ დაზარალებულა.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ჯეფრი ფელტმანმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმებს არანაირი გამართლება არ აქვს, რომელთა სამიზნეც არამხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობაა, არამედ არსებობს რისკიც, რომ განახლდეს ძალადობის ესკალაცია.

პალესტინური მეამბოხე დაჯგუფების განცხადებით, ეს იყო საპასუხო დარტყმა პალესტინელი პატიმრის არაფატ ჯარადატის მკვლელობისათვის. თუმცა ჰამასმა ისრაელი დაადანაშაულა სარაკეტო ინციდენტის ფაბრიკაციაში.
30 წლის ჯარადატი ისრაელის ციხეში გარდაიცვალა, რასაც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების მხრიდან დემოსტრაციები და შეტაკებები მოჰყვა. ისინი ბრალს დებენ მათ, რომ ჯარადატი წამებით მოკლეს, ისრაელი კი აცხადებს, რომ პატიმარი დაკითხვის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა და მასზე ძალადობა არ მომხდარა.

უშიშროების საბჭოზე გამოსვლისას ფელტმანმა განაცხადა, რომ გაერო გააგრძელებს დაგმოს ყველა სარაკეტო იერიში ღაზიდან ისრაელში.

„მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ შეასრულოს 2012 წლის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება და ასევე ეს არის ღაზის სექტორის დე-ფაქტო ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რათა არ დაუშვას დღევანდელი თავდასხმების განმეორება. ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, დღევანდელ თავდასხმამდე პალესტინის სარაკეტო იერიშს ადგილი არ ქონია და ეს იყო პირველი ინციდენტი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ორივე მხარეს მუშაობა მოუწევს, რათა აქამდე არსებული სიმშვიდის კონსოლიდაცია მოხდეს."

ფელტმანმა ისრაელის ხელისფლებას მოუწოდა გამჭირვალე და მიუკერძოებელი გამოძიება ჩაატარონ პატიმარ ჯარადატის გარდაცვალების გარემოებების შესასწავლად და ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია დადონ. მისივე განცხადებით, გაუარესდა 4 პალესტინელი პატიმრის მდგომარეობა, რომლებიც ისრაელის ციხეში შიმშილობენ.
ფელტმანი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის მიძინებულ სამშვიდობო პროცესში ახალი სისხლის გადასხმაა საჭირო.

„ახლა არის განახლებული იმპულსისა და პოლიტიკური ნების დრო, როდესაც უნდა დასრულდეს კონფლიქტი და ოკუპაცია, ამან ისედაც დაღი დაასვა ბევრი ისრაელელის და პალესტინელის ცხოვრებას. მათ სწორედ ახლა უნდა იმოქმედონ მომავალი თაობისთვის. ისინი იმსახურებენ მშვიდობას“-აცხადებს ის.

ფელტმანმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა გადამწყვეტი ზომები მიიღოს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად.
XS
SM
MD
LG