ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ჰამასს აკრიტიკებს


 .
.

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის სამხედრო დაპირისპირება დასრულდა, მაგრამ მხარეებს შორის სიტყვიერი ომი გრძელდება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ისრაელის პრემიერ მინსიტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასამხედროებული ისლამური დაჯგუფება-ჰამასი მკაცრად გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ დაუშვებელია ჰამასის მიერ განცხადებების კეთება ისრაელის განადგურების შესახებ. ნეთანიაჰუ ორგანიზაციის ლიდერების მიერ რამდენიმე დღის წინ ღაზაში გამართულ დემონსტრაციაზე გაკეთებულ განცხადებას გულისხმობდა.

მინისტრთა კაბენეტთან შეხვედრაზე ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის მტერმა პალესტინელებმა კიდევ ერთხელ მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ ისინი კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ.

ნეთანიაჰუს მხედველობაში ჰამასის ლიდერი ხალედ მაშაალის კომენტარები ჰქონდა, რომელიც უკანასკნელი 45 დღის განმავლობაში საჯაროდ არ გამოსულა, გარდა ჰამასის დაარსებიდან 25 წლისთავის აღსანიშნად ღაზაში გამართული დემონსტრაციისა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა. მაშაალმა პირობა დადო, რომ ჰამასი მანამ გააგრძელებდა ბრძოლას, ვიდრე პალესტინის ტერიტორია გაერთიანებულ სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბლებოდა. ზოგიერთი ტერიტორია, რომელიც მან ახსენა, ისრაელის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის. მან განაცხადა, რომ ჰამასი მანამ არ შეწყვეტს ბრძოლას, ვიდრე პალესტინას ებრაელებისგან არ გაათავისუფლებს.

დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას მაშაალმა განაცხადა: "არ დავთმობთ პალესტინის ტერიტორიის არც ერთ სანტიმეტრს." მისი თქმით, შეიარაღებული ბრძოლა გაგრძელდება ვიდრე იერუსალიმი ებრაელებისგან არ გათავისუფლდება. "

ნოემბრის ბოლოს ისრაელსა და ჰამას შორის შეიარაღებული შეტაკებები გაიმართა. ისრაელმა ღაზის სექტორი საარტილერიო ცეცხლით მძიმედ დაბომბა, ხოლო ჰამასმა კი ისრაელის ტერიტორიისკენ ასობით რაკეტა ისროლა.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰამასი ხელს უშლის საერთაშორისო საზოგადოებას პალესტინის სახელმწიფოს შექმნაში, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის ტერიტორიებს გააერთიანებს.

მისი თქმით, ისრაელს მშვიდობა სურს, მაგრამ ამის მიღწევა შეუძლებელია ისეთი მტრის ყოლის პირობებში, რომელსაც ქვეყნის მთლიანად განადგურება სურს.

ისრაელმა შეიარაღებული ძალები ღაზიდან 2006 წელს გაიყვანა. ერთი წლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე არჩევნებში ჰამასმა პოლიტიკური მოძრაობა "ფათხი" დაამარცხა და ტერიტორიაზე კონტროლი მოიპოვა. პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ისრაელთან მოლაპარაკების წარმოებას ცდილობს ორ-სახელმწიფოიანი გადაწყვეტილების მისაღებად.

ნეთანიაჰუ ამ მოლაპარაკებას სკეპტიკურად უყურებს. ის ამბობს, რომ ღაზა ტერორისტების საყრდენი გახდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ჯარები გაიყვანა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი იგივე შეცდომას იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე აღარ დაუშვებს.
XS
SM
MD
LG