ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერ-მინისტრი ჯარიმას გადაიხდის


ისრაელის სასამართლომ ეჰუდ ოლმერტს 18 000 დოლარის გადახდა დააკისრა

ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ეჰუდ ოლმერტს ჯარიმის გადახდა დაეკისრა, თუმცა, კორუფციულ სკნადალში მონაწილეობის გამო მას თავისუფლების აღკვეთა აღარ ემუქრება.

ისრაელის სასამართლომ ეჰუდ ოლმერტს 18,000 დოლარის გადახდა დააკისრა მრეწველობის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს თავისი ყოფილი კოლეგისთვის სამთავრობო კონტრაქტების გაფორმების გამო.

ეჰუდ ოლმერტი ისრაელის პრემიერ-მინისტრი 2006- 2008 წლებში იყო. მას კურუფციასთან დაკავშირებით კიდევ ერთ ბრალდებაზე მოუწევს პასუხის გაცემა - ამჯერად იერუსალიმის მერის თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი უკანონო საქმიანობის გამო 1993-2003 წლებში.
XS
SM
MD
LG