ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე საუბრობს


ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე საუბრობს

ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი აცხადებს, რომ ისრაელში განახლდა დიალოგი იმაზე, რომ ირანის ბირთვული პროგრამა სამხედრო ოპერაციით შეჩერდეს. პერესის თქმით, ისრაელის სამხედრო იერიშის დრო მოახლოვდა. ისრაელის მე-2-ე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „მოვლენათა განვითარებას სამხედრო გადაწყვეტილებასთან უფრო მივყავართ, ვიდრე დიპლომატიურთან.“

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, ისრაელში აქტიურად საუბრობენ პრევენციულ სამხედრო ზომაზე ირანის ბირთვული ნაგებობების წინააღმდეგ.

სააგენტო ფრანს პრესის ინფორმაციით, ისრაელის მედიამ „ბალისტიკური ქობინის ტესტის“ შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სამოქალაქო ნაგებობებეში კი საწვრთნელი განგაში მოეწყო, რომელიც ტრადიციულ და არატრადიციულ სამხედრო ოპერაციაზე რეაგირების სიმულირება იყო.

XS
SM
MD
LG