ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერუსალიმში პალესტინელი ჯარისკაცებს მანქანით თავს დაესხა და მიიმალა


ისრაელის, სულ ცოტა, 12 ჯარისკაცი დაშავდა, როდესაც ხუთშაბათს, იერუსალიმში, მათ პალესტინელი მძღოლი დაეჯახა.

ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, ჯარისკაცები იერუსალიმის კულტურულ-გასართობ უბანში ფეხით მიდიოდნენ, როდესაც მათ თავს დაესხნენ. პოლიციის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ინციდენტს ტერორისტული თავდასხმის სტატუსით იძიებენ. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და დაკავებული არ არის.

ამასთან ერთად, ხუთშაბათს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში, დემონსტრანტებსა და ისრაელის ძალებს შორის შეტაკებისას, 19 წლის პალესტინელ ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს და მოკლეს. ერთი დღით ადრე ქალაქ ჰებრონში მსგავსი ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც 17 წლის ბიჭი მოკვდა.

ეს იმ ძალადობის გაძლიერების ბოლო ინციდენტებია, რომლებიც გასულ კვირაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. პალესტინელებმა გეგმა დაგმეს. გეგმის მიხედვით, პალესტინას სთავაზობენ შეზღუდულ სუვერენიტეტს - ორჯერ მეტი ტერიტორიით, ვიდრე პალესტინელებს ამჟამად უკავიათ - ისრაელი კი სადავო დასავლეთ სანაპიროს დაახლოებით მესამედს შეიერთებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG